The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მამულაშვილი

გიორგი მამულაშვილი
Date of birth:9 April, 1998  (27 years)
Category:Diplomat, Explorer

Biography

2016-2020 წლებში სწავლობდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით; გავლილი აქვს არაერთი სასწავლო პროგრამა. მათ შორის, 2016 წელს გაერთიანებულ სამეფოში ოქსფორდის უნივერსიტეტის კოლეჯის სასწავლო კურსები; 2019 წელს ორგანიზაცია "კავკასიური სახლის" კავკასიური სახლის სახალხო უნივერსიტეტის ერთწლიანი პროგრამის კურსდამთავრებული; არის საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის "მომავალ ლიდერთა სკოლის" (ELS) კურსდამთავრებული, 2020 წელს.

2014 წლის 8 სექტემბერს დააფუძნა ორგანიზაცია "ევროპული ახალგაზრდული ცენტრი", რომლის მიზანია ახალგაზრდების ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში; მოგვიანებით, მისივე ინიციატივით 2015 წლის 29 აგვისტოს დაფუძნდა "საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია"; 2016-2017 წლებში იყო ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან არსებული ახალგაზრდული საბჭოს წევრი, კოორდინატორი; იმავე პერიოდში, 2016 წლის დეკემბრიდან ევროკომისიის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ახალგაზრდა ელჩი საქართველოში; 2019 წლის 19 ნოემბერს მიენიჭა "საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაციის" საპატიო წევრის სტატუსი, ორგანიზაციის დაფუძნებისა და განვითარების პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; 2020 წლის იანვრიდან საქმიანობს "რეგიონალური კვლევების ცენტრში"- საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით; არის პროექტის "აზერბაიჯანული და სომხური თემების წარმომადგენელი ახალგაზრდების ცნობიერების ზრდისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებში" თანაავტორი, რომელიც განხორციელდა 2021 წელს საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით; 2021 წლის 3 აპრილიდან პლატფორმის "ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის" თანადამფუძნებელი; არის ტრენერი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, რამდენიმე სასწავლო კურსის ხელმძღვანელი. 

Member of Organizations

  • ევროპული ახალგაზრდული ცენტრი, დამფუძნებელი, ხელმძღვანელი (2014-)
  • პლატფორმა ახალგაზრდები ნატო-ში ინტეგრაციისთვის, თანადამფუძნებელი (2021-)
  • რეგიონალური კვლევების ცენტრი, მკვლევარი (2020-)
  • სამოქალაქო ინიციატივების პლატფორმა, წევრი (2015-2016)
  • საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია, თავმჯდომარე (2015-)
  • საქართველოს ევროპისმცოდნეთა ასოციაცია, საპატიო წევრი (2019-)

Share: