შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გაგა ლომოური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ინჟინერ - გემთწამყვანის სპეციალობით 2003 წელს; ინჟინერ - ეკონომისტის სპეციალობებით 2004 წელს; 2009-2012 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე; 2012 წელს სატრანსპორტო ლოჯისტიკაში დაიცვა სადოქტორო ხარისხი. 2012-2013 წწ. სამსახურშია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სახელმწიფო დროშის კონტროლის განყოფილების უფროსის - სახელმწიფო დროშის ინსპექტორის თანამდებობაზე და გემების რეგისტრაციისა და სახელმწიფო დროშის კონტროლის სამმართველოში; ზღვაში საქმიანობა ჯერ კიდევ საზღვაო აკადემიის კურსანტობისას დაიწყო; 2001 წლიდან თავდაპირველად საგემბანო კადეტად, მოგვიანებით კი ჯუნიორ-ოფიცრად ცურავდა გერმანული სანაოსნო კომპანია Columbia Shipmanagement -ის ტანკერებზე «LAKE LISI» (ყოფილი «დავით ბაქრაძე») და «NODA STAR» (ყოფილი «ნოდარ დუმბაძე»); 2005 წლიდან შორეული ნაოსნობის შტურმანი, კაპიტნის მე-3 და მეორე თანაშემწე კომპანია Columbia Shipmanagement-ის და V-SHIPS-ის ტანკერებზე; 2009-2015 წწ. სანაოსნო კომპანია Columbia Shipmanagement -ისა და OCEAN TANKERS -ის გემების კაპიტნის უფროსი თანაშემწე; 2015 წელს შორეული ნაოსნობის კაპიტნის რანგში სანაოსნო კომპანია «ELSERI»-ის ტანკერ «LEOPARD MOON»-ის ეკიპაჟის მეთაურობა ჩაიბარა; საერთაშორისო საზღვაო ინსტიტუტის (AFNI) წევრი 2012 წლიდან; საზღვაო ტრანსპორტის მართვის საკითხებზე სხვადასხვა პუბლიცისტურ გამოცემებში მათ შორის საერთაშორისო საზღვაო ჟურნალ "SEAWAYS"-ში გამოქვეყნებული სტატიების, მოსაზრებებისა და ნოვატორული იდეების ავტორი; 2021 წლიდან დიდი თხევად-გაზმზიდის (VLGC) კაპიტანი. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |