The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანცი ფარსადანიშვილი

ანცი ფარსადანიშვილი
დაბადების თარიღი:7 აგვისტო, 1937
გარდაცვ. თარიღი:8 სექტემბერი, 2016  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქვემო ხოდაშენი, თელავის რაიონი.

დაამთავრა თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის პედადოგიური ინსტიტუტი, ისტორიის სპეციალობით 1970 წელს.

1970-1971წწ. - თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის სასწავლო სახელოსნოს ოსტატ-მასწავლებელი; 1971-1973წწ. - თელავის ამავე ინსტიტუტის კადრების განყოფილების უფროსი; 1973-1975წწ. - პარტიის ისტორიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1975-1978წწ. - დაუსწრებელი სპეციალობის დეკანი, პარტიის ისტორიის კათედრის დოცენტი; 1984-1994წწ. - დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტის დეკანი; 1994 წელს - ინსტიტუტის პარტიის ისტორიის კათედრის დოცენტი; 1995-2009წწ. - თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის პროფესორი; 2005-2009წწ. - ამავე უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრისა და მსოფლიო ისტორიის კათედრის პროფესორი; 2009 - უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მრეწველობა და სამრეწველო პროლეტარიატი 1914-1917 წლებში", დაიცვა 1974 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "უცხოური კაპიტალი საქართველოში XIX საუკუნის დამლევს და XX საუკუნის დამდეგს", დაიცვა 1994 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.436; თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tesau.edu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: