The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვალერიან შარიქაძე

ვალერიან შარიქაძე
Date of birth:23 February, 1949  (76 years)
Category:Businessmen, Economist, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. კასპი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი 1971 წელს და  საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის  ცენტრალური ეკონომიკურ-მათემატიკური ინსტიტუტის ასპირანტურა 1975 წელს.

1971 წლიდან ეწეოდა პარტიულ-სამეურნეო, სამეცნიერო და ბიზნეს საქმიანობას: 1971 -1975წწ. საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის გამოთვლითი ცენტრის ინჟინერი; 975-1989წწ. რესპუბლიკის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის ეკონომიკის დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე, ახალგაზრდა კადრების მომზადებისა და გადამზადების რესპუბლიკური ცენტრის კათედრის გამგე, ჟურნალ " საქართველოს კომუნისტის" მთავარი რედაქტორის მოადგილე, საქართველოს კომპარტიის პარტიის ცენტრალირი კომიტეტის ინსტრუქტორი, კონსულტატი; 1989-1990წწ. საქართველოს კპ. კასპის რაიკომის პირველი მდივანი, სახალხო დეპუტატთა რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს კომუნისტური პარტია", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, კასპის საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 355; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.276

Member of Organizations

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს ეკონომიკური რეფორმების კომისია, წევრი (1990-1991)

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოში საბანკო-საფინანსო სისტემაში მიმდინარე რეფორმების განხორციელებაში შეტანილი პირადი წვლილის, ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობისათვის

Share: