Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გერა აჯიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, არქიტექტურის სპეციალოით 1960 წელს. უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორის თანამდებობაზე; შრომითი საქმიანობის პირველი წლები იყო პროფესიონალური ჩამოყალიბების პერიოდი; მან მალე მკაფიო ადგილი დაიკავა "სამოციანელთა" კოჰორტაში; მისი შემოქმედებითი და ორგანიზაციული უნარები განსაკუთრებით გამოიკვეთა ქ. თბილისის სამხატვრო-საწარმოო კომბინატში მუშაობის პერიოდში; აკადემიკოს ზურაბ წერეთელთან ერთად მონაწილეობა მიიღო მრავალი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში; მათ შორის აღსანიშნავია: საერთაშორისო მნიშვნელობის, ბიჭვინთის მაღლივი პანსიონატების, საკურორტო კომპლექსის მხატვრულ-მონუმენტალური გაფორმება, მმოზაიკური აუზი "ზღვის ძირი" ქ. ულიანოვსკის მემორიალურ კომპლექსში, მოზაიკური კომპოზიციები პროფკავშირების სასახლის კედლებზე ქ. თბილისში, დასასვენებელ კომპლექს "ბორჯომის" მხატვრული გაფორმება; 1973 წელს ზ. წერეთელთან ერთად განახორციელა ქ. ადლერის დასასვენებელი კომპლექსის მხატვრულ-მონუმენტალური გაფორმების სამუშაოები, რომელთაც დიდი საერთაშორისო გამოხმაურება ხვდა წილად; 1974-1976წწ. მონაწილეობდა ბრაზილიაში საბჭოთა კავშირის საელჩოს შენობის მხატვრულ გაფორმებაში; 1978-1979წწ. ზ. წერეთელთან ერთად მუშაობდა სკულპტურაზე "ბედნიერება მსოფლიოს ყველა ბავშვს" აშშ-ს ქ. როკპორტში; გასული საუკუნის 80-იან წლებში, ზ. წერეთელთან ერთად მუშაობდა მონუმენტზე "მეგობრობა სამუდამოდ", ქ. მოსკოვში, რომელიც მიეძღვნა გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავს; მონუმენტი გაიხსნა 1983 წელს და დღემდე ამშვენებს ქ. მოსკოვის ერთ-ერთ ისტორიულ ქუჩას - "ბალშაია გრუზინსკაიას"; ფუნქციონალური და არქიტექტურული ფორმების გამოყენება მხატვრულ-მონუმენტალური გაფორმების პრაქტიკაში, მისი შემოქმედებითი ძიების ნაყოფია; ყოველივე ამის გათვალისწინებით 1987 წელს ის არჩეულ იქნა საქართველოს დიზაინერთა კავშირის მდივნად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გაიხსნა საქართველოს გამოფენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში: საფრანგეთში, გერმანიაში, უნგრეთში, ბულგარეთში, რუსეთში და სხვა, სადაც საქართველო წარმოდგენილი იყო მთელი თავისი ღირსებით; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.55-56
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |