Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიმონ ბარამიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, თბოაირმომარაგებისა და ვენტილაციის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1992წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ინჟინრად, ჯგუფის ხელმძღვანელად; იყო ინსტიტუტის საინჟინრო მოწყობილობებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების განყოფილების უფროსი; 1981-1986წწ. მივლინებით იმყოფებოდა ავღანეთის რესპუბლიკაში, საპროექტო ინსტიტუტის საინჟინრო კომუნიკაციების განყოფილების ჯერ მრჩევლად, შემდეგ კი მთავარ ინჟინრად; 1992-1995წწ. მუშაობდა გარდაბნის სახელმწიფო თბოელექტროსადგურის ინჟინრად, განყოფილების უფროსად, №9 და №10 ენერგობლოკების ნაწილში, თბოელექტროსადგურის დირექტორის მოადგილედ; 1995-2002წწ. ხელმძღვანელობდა გაერთიანება "ენერგოგენერაციის" განახლებადი წყაროების განყოფილებას; უცხოელ პარტნიორებთან ერთად განახორციელა სხვადასხვა ობიექტების ენერგეტიკული კვანძების საპროექტო სამუშაოები; 1997 წელს დააფუძნა შპს "სითბო" და დღემდე მისი დირექტორია; აღნიშნული ორგანიზაციის სამოქმედო არეალს წარმოადგენს განახლებადი წყაროები, ასევე სამშენებლო სფეროს საზოგადოებრივი, სამრეწველო და სპორტული დანიშნულების შენობა-ნაგებობებისათვის ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების პროექტირება და შემდგომი ზედამხედველობა; 1977 წელს მისი მონაწილეობით საკავშირო გამოფენაზე წარდგენილმა საპროექტო-სამეცნიერო ნაშრომმა "საცხოვრებელი შენობის მზით თბომომარაგების ინოვაციური სისტემა", ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა; მონაწილეობა აქვს მიღებული ქ. მახაჩყალის დრამატული თეატრის საპროექტო სამუშაოების შესრულებაში, ასევე მონღოლეთის რესპუბლიკაში ქ. ერდენეთის საბავშვო გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და ვიეტნამში მდ. ხუაბინზე საცხოვრებელი კომპლექსის პროექტირებაში და სხვა; ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თავისუფალ უნივერსიტეტში - სამშენებლო განხრით, თბოენერგეტიკული მიმართულებით; გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები, შენობების თბო-სიცივით მომარაგების განხრით, სამშენებლო მასალების თბოფიზიკური თვისებების შესწავლისა და პროექტირების ეკოლოგიურ ასპექტებზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები; მინიჭებული აქვს აკადემიური დოქტორის ხარისხი. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.57-58; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 30-31 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |