შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ მაჭარაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კორბოული, საჩხერის მუნიციპალიტეტი. დამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამშენებლო ნაკეთობათა და კონსტრუქციების წარმოების სპეციალობით 1977 წელს. 1981-1984 წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დასწრებული სწავლების ასპირანტი; 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია - "საშენი მასალებისა და ნაკეთობების" სპეციალობით. მინიჭებული აქვს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი; 1991-1995 წწ. - კითხულობდა ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო ფაკულტეტზე; 1977-1995 წწ. იყო სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "საქსპეცტრანსი"-ს პროექტირებისა და კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს უფროსი, მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორის მოადგილე, მთავარი ინჟინერი; კოორდინაციას უწევდა საქართველოს მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ადგილებში სატვირთო, სამგზავრო, და სატვირთო - სამგზავრო კიდული ბაგირგზების პროექტირებასა და მშენებლობას; 1996-1998 წწ. მუშაობდა საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს დარგშორისი კოორდინაციის სამმართველოს უფროსად; 1998-2000 წწ. "საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის" აპარატის უფროსად, იყო სამინისტროს სათათბირო საბჭოს წევრი; 2000-2003 წწ. "საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის" აპარატის უფროსად; 2004 წელს იყო საქართველოს "ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროს" ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, რომელიც აერთიანებდა სამ სამინისტროს: ყოფილი ტრანსპორტის, ყოფილი კავშირგაბმულობისა და ყოფილი მშენებლობის სამინისტროებს; 2004 წლის ნოემბრიდან "საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის" აპარატის უფროსის მოადგილე - სამსახურის უფროსი; წლების განმავლობაში იყო "საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს", "ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს", "ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტროსა" და "ეკონომიკური განვითარების სამინისტროს" მიერ - საქართველოს მთავრობის სხდომებზე განსახილველი საკითხების კოორდინატორი; აიმაღლა კვალიფიკაცია საზღვარგარეთ: შვედეთში (ქ. სტოკჰოლმი, 1999) პროგრამით - "საგზაო ადმინისტრაციისა და საგზაო ქსელის მენეჯმენტი"; იაპონიაში (2000) პროგრამით - "სახმელეთო ტრანსპორტი ცენტრალური აზიისა და კავკასიის ქვეყნებისათვის"; ავსტრიაში (2002) პროგრამით - "მყარი ფინანსური სტრუქტურა და ტექნოლოგიები"; თბილისში (2003-2013) მსოფლიო ბანკისა და ამერიკული პროგრამებით; 2025 წლის 15 იანვარს საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრმა, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საქმიანობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის "მადლობის სიგელით" დააჯილდოვა. დღემდე აგრძელებს ნაყოფიერ მოღვაწეობას როგორც საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე მის პარალელურად სამწერლო ასპარეზზე. ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |