შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეილა ხუბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-1988წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის ლაბორანტი; 1988-1993წწ. - ამავე უნივერსიტეტის შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის უფროსი ლაბორანტი; 1993-1995წწ. - შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის მასწავლებელი; 1995-2004წწ. - შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის დოცენტი; 2004-2006წწ. - შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის პროფესორი; 2006-2011წწ. - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტის, ახალი და უახლესი ისტორიის მიმართულების მოწვეული პროფესორი; 2012 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტის, ევროპისა და ამერიკის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი; 2012-2014წწ. - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ექსპერტი, სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს სამეცნიერო პრემიები და ჯილდოები. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ისტორიული პირები ჯოვანი ბოკაჩოს "დეკამერონის" მიხედვით", დაიცვა 1996 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ვენეციისა და ფლორენციის დიპლომატია XIII-XV საუკუნეებში", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.440; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |