შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პაპუნა მინდელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოფიზიკის მიმართულებით 1955 წელს. 1955 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის სეისმოლოგიის რეგიონული სეისმოლოგიის ლაბორატორიაში უფროს ლაბორანტად დაიწყო მუშაობა, სადაც აქტიურად მონაწილეობდა სეისმური ბიულეტენების დამუშვებაში, მიღებული მონაცემების ანალიზსა და კავკასიის სეისმური ბიულეტენების შედგენაში; 1974 წელს გრავიმეტრიის განყოფილების გამგის მოადგილედ დაინიშნა; 1986 წელს განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი გახდა; 1995 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია - "კაკვასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სარტყლის ლითოსფეროს გრავიტაციული მოდელი"; 1999 წელს მან გამოაქვყენა მონოგრაფია "კავკასიაში ხმელთაშუა ზღვის სარტყლის ლითოსფეროს გრავიტაციული მოდელი", რომელშიც კავკასიისა და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ტერიტორიის ლითოსფეროს აგებულების თავისებურებები და მოდელირების მეთოდოლოგიაა განხილული; 2000 წელს ამ მონოგრაფიისთვის აკადემიკოს მერაბ ალექსიძის სახელობის პრემია მიენიჭა; გეოფიზიკოსმა ელიზბარ მინდელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მონოგრაფია გამოაქვეყნა, რისთვისაც 2002 წელს ელიზბარ მინდელის სახელობის პრემია მიენიჭა; 1985-1989წწ. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ფიზიკაში ლექციებს კითხულობდა; წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; 2003-2006წწ. გეოფიზიკის ინსტიტუტის გრავიმეტრიული განყოფილების ხელმძღვანელი იყო; 2006 წელს ინსტიტუტის რეკონსტრუქციის შემდეგ სექტორული სისტემა ჩამოყალიბდა და გამოყენებითი და ექსპერიმენტული გეოფიზიკის სექტორის მთავარ მეცნიერ თანამშრომლად აირჩიეს; 2001 წლიდან გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრია; 2013 წლიდან გამოყენებითი და ექსპერიმენტული გეოფიზიკის სექტორის მთავარი მეცნიერ თანამშრომელია; 1997-2005წწ. მისი მონაწილებით აკადემიის ოთხ გრანტში შემდეგი სამეცნიერო თემები შესრულდა: "აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სიღრმული გეოლოგიური აგებულების შესწავლა", "პოტენციალური ველების ტრანსფორმაციების მეთოდის გამოყენება", "გეოფიზიკური მეთოდების რაციონალური კომპლექსის დამუშავება სასარგებლო წიაღისეული საბადოთა ძებნა-ძიებისათვის"; 2006-2009წწ. მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტში: "საქართველოს ტერიტორიის სიღრმული გეოლოგიურ-გეოფიზიკური აგებულება სამგანზომილებიანი მოდელირებით", "საქართველოს გეოფიზიკური მონაცემების კომპიუტერიზაცია"; 2009-2012წწ. მან ორ სამეცნიერო თემას უხელმძღვანელა: "საქართველოს სიღრმული გეოლოგიურ-გეოფიზიკური აგებულების 1:500000 მასშტაბის სამგანზომილებიანი მოდელირება ბლოკურ-ტერეინული, სეისმოაქტიური ტექტონიკის დადგენის, ენდოგენური და ეგზოგენური გეოეკოპროცესების პროგნოზირების ასპექტში" და "საქართველოს გეოფიზიკურ მონაცემთა კომპიუტერიზაცია, ტერიტორიის საყრდენ-კარკასულ პროფილებზე გეოლოგიურ-გეოფიზიკური სიღრმული აგებულების სამგანზომილებიანი მოდელის აგება"; გეოფიზიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. წყარო: პაპუნა მინდელი: ბიობიბლიოგრაფია dspace.gela.org.ge; facebook.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |