The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალიკო ჩიგოგიძე

ალიკო ჩიგოგიძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ჩიგოგიძე
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1955
გარდაცვ. თარიღი:14 დეკემბერი, 2014  (59 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ნიუ-იორკი, აშშ
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექნიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1977 წელს და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას დაინტერესდა ტოპოლოგიით და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა როგორც ზოგად ასევე გეომეტრიულ ტოპოლოგიაში; ჯერ კიდევ მეოთხე კურსის სტუდენტი იყო როცა მისი პირველი ნაშრომები გამოქვეყნდა. 1984-1991წწ. მუშაობდა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის უნივერსიტეტში ზოგადი ტოპოლოგიის კათედრაზე, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ბრუნდება საქართველოში და მუშაობას აგრძელებს ანდრეა რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; გამსახურდიას მთავრობის დამხობის შემდეგ ემიგრაციაში წავიდა; ის ჯერ ცხოვრობდა კანადაში, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში; წლების მანძილზე იყო სრული პროფესორი სასკაჩევანის უნივერსიტეტში (კანადა), იყო მათემატიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში (აშშ) ხოლო სიცოცხლის ბოლო წლებში იყო სტატენ-აილენდის (ნიუ-იორკის საქალაქო უნივერსიტეტი) მეცნირებისა და ტექნოლოგიის კოლეჯის დეკანი; მისი ავტორობით გამოქვეყნდა ორი სამეცნიერო მონოგრაფია და ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი; იყო ცნობილი საერთაშორისო ჟურნალის Topology and Its Application მთავარი რედაქტორი; 1980 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; მოსკოვის უნივერსიტეტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 1989 წელს. მათემატიკოს-ტოპოლოგი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.


გააზიარე: