The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანა ბიბილაშვილი

ანა ბიბილაშვილი
Date of birth:13 December, 1986  (38 years)
Category:Architect, Scientist, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი; აქვს მაგისტრის ხარისხი და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური წოდება.

2018 წელს ლისაბონის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამის ფარგლებში ქალაქის მწვანე ქსელის ფორმირებისა და ეკოლოგიის მიმართულებით კვლევებზე მუშაობდა; 2007-2012წწ. ამერიკულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა მთავარ არქიტექტორად; 2012 წელს დააფუძნა არქიტექტურული სტუდია "ბიბი"; 2015 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეკავა არქიტექტურის მიწვეული პედაგოგის, წამყვანი სპეციალისტის პოზიცია; 2017 წელს საქმიანობდა არასამთავრობო ორგანიზაცია - "პოლონეთის სოლიდარობის ფონდში" მოქალაქეთა ჩართულობისა და თანამონაწილეობითი დაგეგმარების ურბანულ ექსპერტად; 2017 წელს აგრეთვე მუშაობდა მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში; 2018 წელს დააფუძნა სტუდენტთა განვითარების ფონდი, რომელიც არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტების დასაქმებისა და მათი საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობის მიმართულებით მუშაობდა. პარტია "ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

წყარო: ამომრჩევლების ვებგვერდი - პარტიები: partiebi.ge


Share: