Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
რატი ბრეგაძე
Date of birth: | 12 December, 1982 (42 years) |
Category: | Public official, Lawyer, Scientist, Politician |
Biography
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი, მინიჭებული კვალიფიკაცია: იურისტი (მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი) 2005 წელს; შემდეგ სწავლობდა გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტებში. 2011-2012წწ. იურიდიული კომპანია "მგალობლიშვილი, ყიფიანი, ძიძიგური"-ს იურისტი, გერმანული მიმართულების ხელმძღვანელი; 2012-2013წწ. სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი; 2012-2015წწ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2015 წელს იყო საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2015-2016წწ. სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; ამავე წლებში სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი; 2016 წელს იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე; 2017-2019წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი; 2019-2021წწ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე; 2019 წელს კავკასიის უნივერსიტეტის სრული პროფესორი; 2021 წლის 1 აპრილს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. მონაწილეობდა ოცამდე ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში; საქართველოსა და გერმანიაში სწავლის პერიოდში იყო პრეზიდენტის, მემედ-აბაშიძის სახელობის, გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახურის და კონრად-ადენაუერის ფონდის სტიპენდიანტი.
წყარო: საქართველოს მთავრობა: gov.ge; საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: web.archive.org
|