The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლევან ცაგარელი

ლევან ცაგარელი
Date of birth:6 December, 1980  (44 years)
Category:Literary scholar, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გერმანულ ფილოლოგიის განხრით 2004 წელს; სწავლობდა შედარებით ლიტერატურათმცოდნეობასა და სკანდინავისტიკას ჰამბურგის (2001, 2006), ვენისა (2002, 2009) და სტოკჰოლმის (2005) უნივერსიტეტებში.

2006-2009 წწ. იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის უფროსი სპეციალისტი; 2009 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში; 2010-2011წწ. იყო ამავე უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი; ხანმოკლე კვლევითი მივლინებების ფარგლებში იმყოფებოდა ზაარბრიუკენის (2008), დიუსელდორფის (2010, 2013, 2014, 2016), ბერლინში ჰუმბოლტის (2014, 2017), ვენისა (2009, 2015) და ფრიბურგის (2016) უნივერსიტეტებში; ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში (ქ. იენა, გერმანია) ჩატარებული აქვს სემინარი ქართული კულტურის ზოგიერთი ასპექტი და მათი რეპრეზენტაცია ლიტერატურაში, ხოლო 2019 წელს ჰუმბოლტის უნივერსიტეტში - სემინარები გერმანულ-ქართული ინტერკულტურული ლიტერატურის შესახებ; 2016 წლიდან თავმჯდომარეობს გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) ქართულ განყოფილებას; 2016-2018წწ. მონაწილეობს კვლევით პროექტში "ქართველთა კულტურული ნაკვალევი გერმანიაში" (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი); 2017 წლიდან არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი; 2018 წლიდან  იმავე ცენტრის ავტორიზაციის ექსპერტი. პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "არნო შმიტის გვიანდელი პროზა როგორც მეტაფიქცია" (2008). 

წყარო: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.getranscript-verlag.de

Bibliography


Share: