შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დათა გულუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I კლასიკური გიმნაზია 2002 წელს და წარმატებით ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. ახალგაზრდა პოეტის გარდაცვალების შემდეგ აღმოჩენილი ორასამდე ხელნაწერი ლექსის საფუძველზე გამოიცა მისი კრებულები "დავბრუნდი თქვენთან" - 2004 წელს, "მე მაინც მიყვარს ის სასწაული, თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის"... - 2009 წელს (გამომცემლობა "პეტიტი"), პოეტის შემოქმედება ითარგმნა დანიაში, შვედეთში, ესტონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში; 2009 წლის აგვისტოში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე დათა გულუას მიენიჭა ოქროს მედალი, ნომინაციაში "სიტყვიერების დიდოსტატი" ("Мастер Словестности"), მაღალი პროფესიონალიზმის, ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის განვითარებისა და წინსვლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის; მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით, დათა გულუას ლექსები შეტანილია "ქართული პოეზიის ანთოლოგიაში"; მისი შემოქმედება უფრო ფართო მასებისათვის ცნობილი გახდა მისი გარდაცვალების შემდეგ; 18 წლის ასაკში 2003 წლის 27 ოქტომბერს გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში; 2015 წლის 27 ოქტომბერს ნარიყალაზე მიმავალ ქუჩას "დათა გულუას აღმართი" ეწოდა. წყარო: პირველი ქართული ვებგვერდი კულტურასა და ხელოვნებაზე: არტინფო: artinfo.ge; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ. 102 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |