Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ აბრამიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1949 წელს; ასპირანტურა კონტინენტალური მეხილეობის სპეციალობით. ასპირანტურის დამთავრების შემდეგ დაინიᲨნა თბილისის ტექნიკური კულტურების სამმართველოს უფროსად; რამდენიმე წელი მსახურობდა ცხინვალის სოფლის მეურნეობის საოლქო სამმართველოს სასოფლო-სამეურნეო პროპაგანდის სამმართველოს უფროსად; შემდგომ დაინიᲨნა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეცნიერებისა და პროპაგანდის მთავარი სამმართველოს წამყვან სპეციალისტად; მუშაობდა აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტᲨი სამეცნიერო სექტორის უფროსად 5 წლის განმავლობაᲨი, საიდანაც გადაიყვანეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ამიერკავკასიის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელად; 1974-1982წწ. ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის განყოფილებას საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტში; 1982-1988წწ. სოფლის მეურნეობის აკადემიის მარკეტინგისა და სამეცნიერო-კვლევით დამუშავებათა კომერციალიზაციის განყოფილებას; იყო საკავშირო მნიშვნელობის მედალოსანი, ვეტერანი; საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის გამოფენის ხელმძღვანელობის მიერ დაჯილდოვებულია ორი სამკერდე მედლით; ასევე სამკერდე მედლით - საკავშირო სოციალისტურ შეჯიბრში გამარჯვებისთვის; გამოქვეყნებული აქვს სხვადასხვა სახის სახელმძღვანელოები, რეკომენდაციები, ინსტრუქციები, მეთოდური მითითებანი; იყო აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ "მოამბის" და მისი დამატებითი გვერდის "მაცნეს" წევრი, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1977-2014 წლებᲨი გამოქვეყნებული აქვს საკუთარი ლექსების 5 კრებული; ხᲨირად იწვევდნენ სამაუწყებლო რადიოსა და ტელევიზიაᲨი სასოფლო-სამეურნეო თემებზე სასაუბროდ. დიდი ღვაწლი მიუძღვის სოფლის მეურნეობის განვითარებაᲨი. სადისერტაციო თემა - "ხეხილოვანი კულტურების მოშენება საქართველოს სუბტროპიკული კლიმატის პირობებში". Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |