Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევგენი აფხაზავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არჩეული, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა სამხედრო სასწავლებელი 1915 წელს. I მსოფლიო ომში იბრძოდა ავსტრია-უნგრეთის ფრონტზე ულანთა მე-12 პოლკის რიგებში, ჰქონდა კორნეტის ჩინი; ბრძოლებში რამდენჯერმე დაიჭრა; 1917 წლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა შტაბს-როტმისტრის წოდებით და შეუერთდა სახალხო გვარდიას; მეთაურობდა ჯავშნოსან მატარებელს, რომელიც კახეთში მდგომ ერთ-ერთ რუსულ სამხედრო ნაწილს მეთვალყურეობდა; 1918 წლის იანვარში სათავეში ჩაუდგა მატარებელზე განთავსებულ პარტიზანულ რაზმს (აფხაზავა, მისი თანაშემწეები: მაყაშვილი, მაკარაშვილი და 60 მებრძოლი), რომელსაც ამიერკავკასიის კომისარიატმა ფრონტიდან თბილისისკენ მომავალი და ბოლშევიკების იდეოლოგიური ზეგავლენის ქვეშ მყოფი რუსი ჯარისკაცების ეშელონების განიარაღება დაავალა; აფხაზავამ ყარაიაში მდგარი ეშელონი განაიარაღა და შამქორის სადგურზე გზა გადაუკეტა აღსტაფიდან მომავალ 16 ეშელონს; ჯარისკაცების ნაწილმა იარაღის ჩაბარებაზე უარი განაცხადა და აფხაზავას მატარებელს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა; სისხლისმღვრელი შეტაკების შემდეგ განიარაღების ოპერაცია მუსულმანთა ცხენოსანი ლეგიონის უფროსმა პოლკოვნიკმა მაღალოვმა დაასრულა; აფხაზავას სახელი ეწოდა ერთ-ერთი ქუჩას თბილისში, სამგორის რაიონში (ლილოს დასახლება). ქართველი ოფიცერი, I მსოფლიო ომის (1914-1918) მონაწილე. წყარო: მედიასახლი "გურია ნიუსი": gurianews.com Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |