The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაზა მახარაძე

ზაზა მახარაძე
დაბადების თარიღი:30 აპრილი, 1976  (48 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეზღვაური

ბიოგრაფია

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მაგისტრობასთან გათანაბრებული სპეციალობით -"გემთწამყვანობა საზღვაო გზებზე" 1998 წელს.

ზღვაში საქმიანობა თავდაპირველად მატროსად 2000 წელს დაიწყო, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სანაოსნო კომპანია «Columbia Shipmanagement Ltd»-ში; ამავე კომპანიის გემებზე 2001 წელს იგი ჯერ მესამე, შემდეგ მეორე, 2006 წელს კი კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა; 2006 წლიდან საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს, «ბათუმის ნავთობტერმინალი» -ს გემების სატვირთო ოპერაციების ხელმძღვანელის პოზიციაზე; 2007–2009 წწ. იგი ბათუმის საზღვაო ნავსადგურის უშიშროების ოფიცრის მოვალეობასაც ასრულებდა; 2009 წლიდან სანაოსნო კომპანია «Columbia Shipmanagement Ltd»-ის გემების კაპიტნის უფროს თანაშემწედ კვლავ ზღვაშია; 2011 წელს კი ამავე კომპანიის წარდგინებით შორეული ნაოსნობის კაპიტანი გახდა; 2012 წლიდან, უკვე საკმაო გამოცდილების მქონე შტურმან-გემთწამყვანი საქმიანობას საჯარო სამსახურში განაგრძობს, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსად და დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელად; 2016 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ «საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო» -ს დირექტორის პირველი მოადგილეა. სანაოსნო კომპანია «Columbia Shipmanagement Ltd»-ის მოქმედი შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა"


გააზიარე: