The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯანსუყი ბასილაძე

ჯანსუყი ბასილაძე
Date of birth:12 November, 1948  (76 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოგნარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საღამოს დასწრებული სამშენებლო ფაკულტეტი ქ. ქუთაისში, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1972 წელს.

1966 წლიდან მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის №9 სამშენებლო სამმართველოში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1973 წელს დაინიშნა №4 სამშენებლო ტრესტის მთავარ დისპეტჩერად; 1975 წლიდან იყო ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსი; 1981-1993წწ. დაინიშნა ტრესტის მმართველის მოადგილედ, კადრებისა და ყოფაცხოვრების დარგში; 1991-1993წწ. აქტიურად მონაწილეობდა მიწისძვრით დაზარალებული ონის რაიონის საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობების აღდგენითი სამუშაოების შესრულებაში; 1993-2008წწ. ქ. მოსკოვის მერიის მიწვევით მუშაობდა ქალაქის სხვადასხვა დანიშნულების ობიექტების მშენებლობაზე; სამშენებლო ორგანიზაციამ, შპს "მინსკაია-2", სადაც იგი მუშაობდა, ააშენა 18-მდე საცხოვრებელი კომპლექსი; მათ შორის აღსანიშნავია საცხოვრებელი კომპლექსები "ოქროს გასაღები" და "ოქროს სასახლე"; საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 2009 წლიდან მუშაობს კომპანიებში "ბკ კაპიტალი" და "ბკ კონსტრაქშენი"; 2013-2017წწ. მუშაობდა "ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის" სახელობის ტაძრის მშენებლობაზე; სამშენებლო პროცესის პარალელურად, ზემოაღნიშნულ კომპანიებში ხელმძღვანელობს კადრებისა და ყოფაცხოვრების საკითხებს; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.59-60

Awards and Honors

  • 1981 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
    ქუთაისის ავტოქარხნის რეკონსტრუქციაში შეტანილი წვლილისთვის

Share: