შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი გაგუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცაგერი. დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი 1983 წელს. 1983 წლიდან მუშაობდა მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის საღამოს საშუალო სკოლის ისტორიის მასწავლებლად; მცხეთის რაიონის სოფელ დიღმის საღამოს სკოლის დირექტორი (1985); 1986-1987წწ. მცხეთის რაიონის სოფელ ნიჩბისის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილე; 1987-1990წწ. მცხეთის რაიონის სოფელ ლისის არასრული საშუალო სკოლის დირექტორი; 1990-1993წწ. ქ. თბილისის 106-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1993 წლიდან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. არის რამდენიმე კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი. მათ შორის შპს "ლილო მოლი", "კალასი", "ჯორჯია ჩერამიკე არტისტიკე", "სევსამორა", "სევსამორა ვინერი" და ა.შ. 2003 წელს ილია მართლის სახელობის ტაძრის ქტიტორებთან (საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი) გ. ანღღულაძესთან, გ. გავაშელთან, ვ. უსანეთაშვილთან, ი. შონიასა და "ილიას ფონდთან" ერთად დაარსა ყოველწლიური პრემია "საგურამო" და ილიას მედალი. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სახალხო განათლების საკითხები ჟურნალ მოგზაურის ფურცლებზე", დაიცვა 1994 წელს. წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.8 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |