The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ გავაშელი

თენგიზ გავაშელი
Date of birth:30 May, 1957  (67 years)
Category:Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ონი.

დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი 1981 წელს.

1976-1978წწ. მოიხადა სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1981 წლიდან მუშაობდა ქ. თბილისის სამგორის რაიონის საზოგადოება "ცოდნის" ლექციური პროპაგანდის ორგანიზატორად; 1984 წელს გადაიყვანეს გახანგრძლივებული ტიპის სკოლა-ინტერნატის დირექტორის მოადგილედ; 1990-1995წწ. იყო ქ. თბილისის 176-ე საშუალო სკოლის დირექტორი; 1991 წელს მეგობრებთან ერთად დაარსა კომპანია "ელსავაკო", დღევანდალი "ლილო მოლი", სადაც მუშაობს დამფუძნებლის რანგში. 2003 წელს ილია მართლის სახელობის ტაძრის ქტიტორებთან (საეკლესიო ნაგებობის მაშენებელი) გ. ანღღულაძესთან, გ. გაგუასთან, ვ. უსანეთაშვილთან, ი. შონიასა და "ილიას ფონდთან" ერთად დაარსა ყოველწლიური პრემია "საგურამო" და ილიას მედალი.

წყარო: პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.10


Share: