The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეზო მანველიძე

რეზო მანველიძე
Date of birth:22 August, 1954  (70 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დანდალო, ქედის მუნიციპალიტეტი, აჭარის არ.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკისა და ორგანიზაციის ფაკულტეტი 1975 წელს.

1975-1976წწ. - საქართველოს მიწათმოქმედების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979-1981წწ. - ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი, ეკონომიკური დისციპლი­ნების მასწავლებელი; 1981-1986წწ. - სუბტროპიკული კულტურების გადამამუშავებელი და შემნახველი საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი და ექსპერიმენტულ-საკონსტრუქტორო ინსტიტუტი, ეკონომიკური კვლევის განყოფილების გამგე; 1986-1991წწ. -  საქართველოს კომუნისტური პარტიის აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორი, ეკონომიკური კვლევის განყოფილება, ეკონომიკური კვლევის განყოფილების გამგე; 1991-1993წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდო­მარის თანაშემწე, მთავარი ექსპერტი, ეკონომიკური რეფორმის განყოფილება, ეკონომიკური რეფორმის განყოფილების გამგე; 1993-1996წწ. - ქედის რაიონის გამგეობის თავმჯდომარე; 1996–2001წწ. - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, უზენაესი საბჭოს წევრი, აგრარული, გარემოს დაცვისა და ბუნებ­რივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე; 1999-2006წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფინან­­სე­ბისა და დარგობრივი ეკონომიკის კათედრა, პროფესორი; 2006-2009წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფე­სორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2009-2013წწ. - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის პროფე­სო­რი, ეკონომიკური პოლიტიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დეპარ­ტამენტის ხელმძღვანელი; 2013 წლიდან - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "სოფლის მეურნეობის საწარმოო პოტენციალის კვლავწარმოების პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები საბაზრო ურთიერთობის პირობებში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მაგალითზე)", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.529-530; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.513-514

Bibliography


Share: