The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლუკა ელბაქიძე

Date of birth:1865  (160 years)
Date of death:19??
Category:Politician

Biography

დაბადერბის ადგილი: სოფელი წესი, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა სამაზრო ორკლასიანი სასწავლებელი, იყო თბილისის რკინიგზის მუშა. 1898 წლიდან იყო რსდმპ ორგანიზატორი და მუშათა შორის წარმოდგენების მმართველი, წერა-კითხვის აღმოფხვრის მიზნით აწყობდა სხვადასხვა წრეებს. 1905 წელს, სომეხ-თათართა შეტაკების დროს იყო რაზმის წევრი, იბრძოდა თვითმპყრობლობის წინააღმდეგ. 1905 წლის 18 დეკემბერს ნაძალადევში, როგორც რაზმის უფროსი, მონაწილეობდა მუშათა შეიარაღებულ რაზმში.  კაზაკებმა მკლავში დაჭრეს და აწამეს. მიუხედავად სასტიკი დევნისა, ყოველ დემონსტრაციაში იღებდა მონაწილეობას. 1907 წელს, პოლიტიკურ-რევოლუციური მოღვაწეობისათვის, ვიატსკის გუბერნიაში, მალმიჟის მაზრაში გადაასახლეს, საიდანაც 1908 წელს გამოიპარა. 1909 წელს, სხვებთან ერთად, ამხანაგების გასათავისუფლებლად მეტეხის ციხეს დაესხა თავს, რის შემდეგაც თბილისიდან ბათუმში წავიდა, სადაც ბერიძის გვარით ცხოვრობდა. ბათუმიდან ყირიმში გადაასახლეს, საიდანაც დაბრუნდა. რევოლუციონერი, პარტიულ-საზოგადო მუშაკი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.35


Share: