შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზურაბ ბერძენიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ჩოხატაური. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1978 წელს; სტაჟირება გაიარა ქ. ლენინგრადის სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტში "ლენსახპროექტი". 1978-1984წწ. მუშაობდა ქ. რუსთავის საპროექტო ინსტიტუტ "საქგიპრომეზ"-ში ინჟინერ-არქიტექტორად; 1984 წელს გადაყვანილ იქნა ჩოხატაურის რაისაბჭოს აღმასკომის სისტემაში, სადაც მუშაობდა 1992 წლამდე - მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების გამგედ, მთავარ არქიტექტორად; 1992-2006წწ. იყო ჩოხატაურის გამგეობის მთავარი მრჩეველი მშენებლობისა და არქიტექტურის საკითხებში, მთავარი არქიტექტორი; 2006-2007წწ. მუშაობდა ჩოხატაურის გამგეობის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსად; 2007-2008წწ. იყო ჩოხატაურის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში, მთავარი არქიტექტორი; 2008 წლიდან არის შპს "საპროექტო"-ს დამფუძნებელი და დირექტორი; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაპროექტებულ იქნა და მისივე ზედამხედველობით აშენდა მრავალი ობიექტი, მათ შორის: რუსთავის, სუმგაითის (აზერბაიჯანი), ბეკაბადის (უზბეკეთი) და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნების ადმინისტრაციული შენობები და სამრეწველო საამქროები, სხვადასხვა დანიშნულების სამოქალაქო და საწარმოო ობიექტები, კურორტ ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ჯვარგუმბათიანი ეკლესია (1997), დ. ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძისა და ნოე რამიშვილის სახელობის სკვერების და ბიუსტების არქიტექტურა, დ. ჩოხატაურში წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ჯვარგუმბათიანი ეკლესია (2009), ჩოხატაურის რაიონის შესასვლელების დიზაინი და სხვა; მრავალწლიანი შემოქმედებითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 70
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |