შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამაზ ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგიოლი: სოფელი კორტოხი, ხულოს რაიონი. დაამთავრა ქ. ნოვოსიბირსკის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1972 წელს. 1972-1975წწ. მუშაობდა ქ. ტიუმენის ტრესტ "ტიუმენგაზმშენი"-ს სისტემაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1975-1980წწ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს შუახევის რაისამრეწველო კომბინატის დირექტორად; 1980-1989წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს შუახევის მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსად; 1989-1999წწ. საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №10 სამშენებლო ტრესტის მთავარ ინჟინრად; 1999-2003წწ. იყო შპს "კონსტრუქტორი 21"-ის სამუშაოთა მწარმოებელი, 2004 წლიდან მუშაობს შპს "გუმბათი ჯგუფი"-ს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აჭარის ავტონომიურირესპუბლიკის ტერიტორიაზე აშენდა არაერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტები; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 71 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |