Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ევანგულა![]()
BiographyXIX საუკუნის 60-70-იანი წლებში თბილისში გამოჩენილი და სახელგანთქმული მეთარე-მომღერალი. მღეროდა ქართველ მგოსანთა ლექსებს. გიორგი სკანდაროვმა (იგივე სკანდარ-ნოვა) მისი რჩევით და წახალისებით შეადგინა "სალხინო საზანდარი ანუ დროების შემაქცევარი სხვადასხვა სიმღერების კრება, ძველთა და ახალთა მწერლებისა" (თბილისი. 1870). ევანგულამ გიორგი სკანდაროვს დიდი დახმარება გაუწია, "ლექსების გასწორებაში და, აგრეთვე, ყოველი სიმღერის ჰანგში და ხმაში", რისთვისაც გიორგი სკანდაროვი შენდობას უთვლის ("სალხინო საზანდარი", 1911. გვ.VI). ევანგულას სასიმღერო ლექსების დავთარი ინახებოდა იოსებ გრიშაშვილთან. აშუღი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.13; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: nplg.gov.ge
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |