The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ეთერ ხარაიშვილი

ეთერ ხარაიშვილი
Date of birth:1953  (72 years)
Category:Economist, Scientist, Educator

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დარგობრივი ეკონომიკის ფაკულტეტი 1975 წელს.

1980–1983წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრის მასწავლებელი; 1983–2000წწ. - ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრის დოცენტი; 1996–1999წწ. - ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 2000–2002წწ. - ეკონომიკის ფაკულტეტის მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და შრომის ეკონომიკის კათედრის პროფესორი; 1999-2006წწ. - ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მაგისტრატურაში სწავლების დარგში; 2002-2006წწ. - ეკონომიკის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის პროფესორი; 2006-2009წწ. - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის მიმართულების სრული პროფესორი; 2009-2010 წწ. - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2009-2012 წწ. - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის სრული პროფესორი; 2012 წლიდან - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი; 2015 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის 5 მონოგრაფია, რამდენიმე სახელმძღვანელო, 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია და საკონფერენციო მოხსენება. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეკონომიკურ-ორგანიზაციულ ურთიერთობათა სისტემა საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსში და მისი სრულყოფის მიმართულებები", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.541; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Member of Organizations

  • ბუნების ისტორიის ევროპული აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
  • სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ევროპული ასოციაცია (შვეიცარია), წევრი

Awards and Honors

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
    სამეცნიერო და პედაგოგიურ საქმიანობაში შეტანილი წვლილისათვის
  • ღირსების ორდენი

Bibliography


Share: