The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ ეგნატაშვილი

ვასილ ეგნატაშვილი
Other name:ვ. ე.,  (Pseudonym)
ვ. ეგ-შვილი  (Pseudonym)
ლიახვისპირელი  (Pseudonym)
Date of birth:27 December, 1888
Date of death:20 August, 1956  (at 67 years)
Category:Public official, Writer, Educator, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

სწავლობდა თბილისის მე-3 გიმნაზიაში, მე-6 კლასიდან დაითხოვეს რევოლუციონერ მოსწავლეებთან ერთად. უმაღლესი განათლება მიიღო ჯერ კიევის, შემდეგ ხარკოვისა და თბილისის უნივერსიტეტებში. კიევის უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა პოლიტწრეებს. 1913 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მეტეხის ციხეში ჩასვეს, საიდანაც 4 თვის შემდეგ ხარკოვში გადაასახლეს. ხარკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დროს, მუშაობდა თუჯის ჩამომსხმელ ქარხანაში და არალეგალურ რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა. მწერლობას მოწაფეობის დროიდანვე მისდევდა. სტუდენტობის დროს გამოაქვეყნა "ვაჩე-ბრძენი" (სამხატვრო და სამეცნიერო კრებული "ცხოვრება და მეცნიერება", ქუთაისი, 1914), "გიორგი მებარიშვილი", "ჩვენება", "ქანდაკი", "ბედნიერება" ("ქართლი") და სხვ. საბჭოთა წყობილების დამყარების პირველ ხანებში თარგმნიდა და ეწეოდა სარედაქციო მუშაობას, იყო ლიტერატურული რედაქტორი პარტიულ გამომცემლობაში, "კოლექტივიზაციის" რედაქციასა და "სახელგამში". 1927-1930 წლებში მუშაობდა "კომუნისტის" რედაქციაში მთარგმნელად, 1935 წლის ივლისიდან იყო "კომუნისტის" პასუხისმგებელი რედაქტორის მოადგილე. ვასილ ეგნატაშვილის პუბლიცისტური და კრიტიკული ხასიათის წერილები იბეჭდებოდა სხვადასხვა გაზეთში. პედაგოგიური ასპარეზზე 1917 წლიდან გამოვიდა, მუშაობდა ჯერ გორის უმაღლეს დაწყებით სასწავლებელში, ხოლო შემდეგ - 1922 წლიდან თბილისის შრომის სკოლებსა და ტექნიკუმებში, თელავის ტექნიკუმში იყო ათწლედის გამგის მოადგილე. ლექციებს კითხულობდა თბილისში სხვადასხვა კურსებზე, მათ შორის 1935-1936 წლებში რედაქტორთა კურსებზე. იყო ქართული სპორტისა და ფიზიკური კულტურის გულშემატკივარი, სსრ კავშირის 1-ლი, მე-2, მე-3 მოწვევის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს სსრ 1-ლი, მე-2 მოწვევის უმაღლესი საბჭო დეპუტატი. პარტიული მოღვაწე.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.7

Member of Organizations

  • თბილისის საქალაქო საბჭო, დეპუტატი (1948-)
  • საკავშირო კპ (ბ), წევრი (1937-)
  • საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო, პრეზიდიუმის მდივანი (1938-)

Awards and Honors

  • 1937 - შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისთვის"
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • მედალი "1941-1945 წლებში დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისთვის"
  • მედალი "კავკასიის დაცვისთვის"

Bibliography


Share: