Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ბოკუჩავა![]()
Biographyდაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1941 წელს. 1941 წელს მოხალისედ წავიდა სამამულო ომში, მონაწილეობდა ქერჩის ბრძოლაში; 1942 წლის აპრილში მძიმედ დაიჭრა და მოხვდა თბილისის ერთ-ერთ ჰოსპიტალში; მკულნალობის შემდეგ მუშაობა დაიწყო "საქპურტრესტის" სისტემაში ინჟინერ-მშენებლად; გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან იგი ხელს ჰკიდებს მშენებლობაში ბრტყელი, წყალგაუჟონავი სახურავების მასობრივად გამოყენებისა და დანერგვის საქმეს; ამ სიახლეს მან წარმატებით გაართვა თავი. შეიმუშავა ორიგინალური რეცეპტი; დაამზადა საცდელი ხსნარი; შემდეგ კი რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან გააშენა მექანიზებული საამქრო; დაიწყო წყალგაუმტარი პანელების მასობრივი გამოშვება; ასეთი სახურავები გამოყენებულია ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის ტრიბუნების, თბილისის ცენტრალური ავტოსადგურის, ცენტრალური ტელეგრაფის, რუსთავის მთელი რიგი ნაგებობების, აჭარის მაღლივი შენობების სახურავებზე. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 72-73 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |