The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ბუსკივაძე

თამაზ ბუსკივაძე
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1949  (76 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი თუზი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1973 წელს.

შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენის" სისტემაში მუშად, აზოტოვანი სასუქების ქარხნის მშენებლობაზე; 1970-2006წწ. მუშაობდა თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში, ჯერ ტექნიკოსად, შემდეგ იყო ინჟინერ-კონსტრუქტორი; 1973-1974წწ. მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში; 1974 წლიდან მუშაობდა ამავე ინსტიტუტში ჯგუფის ხელმძღვანელად, შემდეგ პროექტის მთავარ კონსტრუქტორად; 1981-1985წწ. მივლინებით იმყოფებოდა ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, ინჟინერ-კონსტრუქტორად ხოაბინის ჰიდროკვანძის მშენებლობაზე; 2006 წლიდან მუშაობს შპს "თეგეტა მოტორსი"-ს სამშენებლო-საპროექტო განყოფილებაში ინჟინერ-კონსტრუქტორად; აქტიურად მინაწილეობდა საქართველოს რეგიონებში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების გამოკვლევასა და გამაგრება-გაძლიერების პროექტების დამუშავებაში; დაპროექტებული აქვს ქ. ხუაბინის (ვიეტნამი) ჰიდროელექტრო სადგურის საწარმოო ბაზები და ნაგებობები, შპს "თეგეტა მოტორსის" სერვის ცენტრები და დამხმარე შენობა-ნაგებობები; ავტორია ორი გამოგონების; დაჯილდოებულია ვიეტნამის რესპუბლიკის მედლით, ჰიდროკვანძის მშენებლობაზე წარმატებული შრომისათვის; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 74


გააზიარე: