| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სერგეი სოლოვკინი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი, რუსეთი. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1896 წელს. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მოსკოვშივე მუშაობდა, მაგრამ რუსეთის პირველ რევოლუციაში მონაწილეობისათვის იქიდან გაასახლეს და ბათუმში დამკვიდრდა, სადაც გამოავლინა არაჩვეულებრივი ექიმისა და ჯანდაცვის ორგანიზატორის თვისებები. 1906 წელს სერგეი სოლოვკინი არჩეულ იქნა ბათუმის ქალაქის საავადმყოფოს სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგედ; 1911 წელს მისი ინიციატივით დაარსდა ბათუმის საკურორტო საზოგადოება. სწორედ მას ეკუთვნის პრიორიტეტი ქობულეთის, როგორც ბავშვთა კურორტის აღმოჩენაში, რასაც მიეძღვნა მისი ვრცელი ნაშრომი "ქობულეთი, როგორც ბავშვთა კურორტი, განსაკუთრებით ძვალ-სახსრის ტუბერკულოზის დროს". ბათუმში მისი მოღვაწეობა დაემთხვა იმ პერიოდს, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი მალარიით იყო დაავადებული. 1909 წელს მან შექმნა კერძო ამბულატორია, სადაც ავადმყოფებს მკურნალობდა. ერთი წლის შემდეგ დააარსა სამალარიო კომისია, რომლის თავმჯდომარეც თავად იყო 11 წლის განმავლობაში. ამ კომისიის სახელით მან კავშირი დაამყარა თბილისში სახელოვან ქართველ მეცნიერთან პროფესორ სპირიდონ ვირსალაძესთან და მოსკოვის პიროგოვის საზოგადოების სამალარიო კომისიის თავმჯდომარესთან, პროფესორ ევგენი მარცინოვსკისთან. მათი დახმარებითა და რეკომენდაციებით ასევე სხვა ბათუმელი ექიმების (გ. ავალიანი, მ. ტარასენკო. კ. მეუნარგია, ქ. სიტმალდი და სხვ..) დახმარებით, სერგეი სოლოვკინის უშუალო ხელმძლვანელობით, 1913 წლის 12 მაისს ბათუმში გაიხსნა მთელს რუსეთის იმპერიაში პირველი სამალარიო სადგური. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი მოქმედ არმიაში მსახურობდა საეტაპო ლაზარეთის მთავარ ექიმად, სამოქალაქო ომის დროს და საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ხელმძღვანელობდა მასობრივი ეპიდემიური დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის რაზმს აჭარაში. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველ წლებში არსებული ვითარების დროს, რასაც ზოგიერთი ექიმის სამსახურებურივი შევიწროება და ბინების რეკვიზიცია მოჰყვა, სერგეი სოლოვკინი ბათუმიდან სოხუმში გადავიდა, მაგრამ მალე კვლავ ბათუმში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე აგრძელებდა ნაყოფიერ შრომას. გამოაქვეყნა ათამდე სამეცნიერო ნაშრომი საკურორტო რესურსების ათვისებისა და ციებ-ცხელების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე. გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ღვაწლმოსილ მკურნალს, მოღვაწეს და ჯანდაცვის ორგანიზატორს, 1941 წელს აჭარის დამსახურებული ექიმის საპატიო წოდება მიენიჭა. ბათუმშივე დარჩა მისი ოჯახი. მისი მცირე საოჯახო არქივი დაცულია ბათუმში. წყარო: მედიცინა აჭარაში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში / ეთერ კიღურაძე; რეგიონული მედიცინის განვითარება საქართველოში : (აჭარის მაგალითზე...). წ. 1, [... უძველესი დროიდან 1945 წლამდე] / რამაზ სურმანიძე.-ბათუმი,2001.-გვ.93-94 Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

