The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კირილე კაკაბაძე

კირილე კაკაბაძე
Date of birth:1888  (137 years)
Date of death:19??
Category:Public official, Politician, Rail professional

Biography

სწავლობდა რკინიგზის უმაღლეს კურსებზე.

1917 წლამდე მუშაობდა რკინიგზის სისტემაში; 1917 წელს აქტიურად მონაწილეობდა პეტროგრადის ბოლშევიკურ გადატრიალებაში, მეთაურობდა განსაკუთრებული დანიშნულების რაზმს კარელიის ფრონტზე; იყო ბოლშევიკური პარტიის პეტროგრადის კომიტეტის წევრი, პეტროგრადის დაცვის საგანგებო კომისიის თავმჯდომარე ტრანსპორტის რემონტის ხაზით; შემდგომ წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე რკინიგზის სისტემაში და რკინიგზელთა პროფკავშირებში; 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, მუშაობდა "ცეკავშირის" სისტემაში, 1925, 1927 და 1929 წლებში ამიერკავკასიის კოოპერაციული კავშირის თავმჯდომარის სტატუსით იგზავნებოდა ევროპაში კოოპერატორთა ყრილობებზე; 1931 წლის ივლისში, საკავშირო "რუდოექსპორტის" თავმჯდომარის სტატუსით, მორიგ მივლინებაში გაემგზავრა ბერლინში, სადაც პარალელურად ეკავა "მარგანეცექსპორტის" დირექტორის თანამდებობას; 1933 წლის აგვისტოს დამდეგს, სსრკ სავაჭრო წარმომადგენლობის კადრების განყოფილების გამგემ კირილე კაკაბაძეს "შინაურულად ურჩია" საზაფხულო შვებულება სამშობლოში გაეტარებინა, რაზეც კირილე კაკაბაძემ მთელი კომპარტია საშინელი სიტყვებით გამოლანძღა. კაკაბაძის გამოხტომის შესახებ შეტყობინება კომპარტიის ცენტრალურ საკონტროლო კომისიას გაეგზავნა. ამასობაში კი კირილემ 23 სექტემბერს გერმანიას თავშესაფარი სთხოვა და "მარგანეცექსპორტში" საქმეების გადასაბარებლადა არ გამოცხადდა,  მან სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამსახურის წინააღმდეგ კუთვნილი 5 000 მარკის მისაღებად, პირველ მოსმენაზე კი განაცხადა, რომ "თავს სსრკ-ის მოქალაქედ კი არა, თავისუფალი, ეროვნული საქართველოს მოქალაქედ თვლიდა, რომელიც საბჭოეთს ჰყავდა დამონებული". სასამართლომ კირილე კაკაბაძის სარჩელის განხილვაზე უარი თქვა, მას ევროპელი ჟურნალისტების არმია დაეხვია და მანაც ექსკლუზიური წერილების სერია ბრიტანულ და გერმანულ გამოცემებს დაუთმო. მწვავე სათაურებით დაბეჭდილი სკანდალური წერილები საბჭოეთის შიდაპოლიტიკურ სამზარეულოს ეძღვნებოდა – კოლექტივიზაციის კატასტროფას და სსრკ-ის ეკონომიკის კრახს, ინტრიგებს კომპარტიის მაღალ ეშელონებში, პოლიტიკურ რეპრესიებს და ოპოზიციონერთა დევნას; კირილე კაკაბაძის გულახდილი სტატიები საბჭოთა კავშირში გამეფებული ტერორისა და სიღატაკის შესახებ პირველ ხანებში პოპულარობით სარგებლობდა. 1930-იანი წლების ბოლოს კირილე კაკაბაძემ დიდ ბრიტანეთს შეაფარა თავი. 

წყარო: საზოგადოებრივი არქივი: archive.ge

Member of Organizations

  • რკინიგზელთა პროფკავშირი, თავმჯდომარე
  • საქართველოს სსრ საგეგმო კომისია, თავმჯდომარე
  • სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი (1905-)
  • ამიერკავკასიის წყალთამეურნეობა, თავმჯდომარე
  • რუსეთის კომპარტიის ამიერკავკასიის კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს კომპარტიის ცენტრალური საკონტროლო კომისია, წევრი

Share: