Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კახაბერ კაციტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა, ფილოსოფიის ისტორიის განხრით - 1985 წელს. 1986-1992წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სავლე წერეთლის სახელობის ფილოსოფიის ინსტიტუტი; 1987-1992წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფილოსოფიის ისტორიის კათედრის ასისტენტი, 1988-1993წწ. - ამავე უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1993-2006 წწ. - დოცენტი; 2006 წლიდან - სრული პროფესორი; 2007-2009წწ. - შეთავსებით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორ; 1996 წელს - სამეცნიერო ვიზიტი ქ. ვაიმარში; 1997-1999წწ. - ახალგაზრდა მეცნიერთათვის გამოყოფილი პრეზიდენტის სტიპენდიანტი; 2000-2001წწ. - სპეციალური სასწავლო-პრაქტიკული კურსები ჯორჯ მარშალის სახელობის ევროპული უსაფრთხოების კვლევის ცენტრში (გერმანია), ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის ადმინისტრაციულ სკოლასა (აშშ) და საერთაშორისო ინსტიტუტ "პისტარუტში" (ისრაელი); 2000-2004წწ. - გენერალური შტაბის სამხედრო პოლიტიკისა და სტრატეგიული დაგეგმვის მთავარი სამმართველოს უფროსი; 2004-2005წწ. - სამეცნიერო დარგში თავდაცვის ეროვნული აკადემიის პრორექტორი. მის ინტელექტუალურ მემკვიდრეობაში დიდი ყურადღება ეთმობა ფილოსოფიის ისტორიული განვითარების ცალკეული ასპექტებისა და შედეგების, სხვადასხვა ეპოქის ფილოსოფოსთა ნააზრევის კვლევას. საქართველოს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკი, ფლობდა გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და ძველ ბერძნულ ენებს. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2000). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ი. ბ. შადის ადგილი XIX საუკუნის ფილოსოფიის ისტორიაში", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სუბიექტის აქტივობის პრობლემა XVII-XVIII საუკუნეების ევროპულ ფილოსოფიაში", დაიცვა 1997 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.549; ქართული ფილოსოფიისა და თეოლოგიის ენციკლოპედია: encyclopedia.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |