შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ მამულაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კალოთა, ხულოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ- მშენებლის კვალიფიკაციით 1975 წელს; ქ. ბაქოს უმაღლესი პარტიული სკოლა, პოლიტოლოგის კვალიფიკაციით 1984 წელს. 1975-1978 წწ. იყო ბათუმის კომკავშირის საქალაქო კომიტეტის მეორე მდივანი, პირველი მდივანი; 1978-1982წწ. მუშაობდა აჭარის საოლქო კომიტეტის ინსტრუქტორად; 1982-1991წწ. შუახევის რაიკომის მეორე მდივანი, შუახევის რაიონული საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე, შუახევის რაიკომის პირველი მდივანი; 1992-2004წწ. აჭარის ა/რ სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო 2006-2014წწ. აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად; სხვადასხვა დროს არჩეული იყო საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის წევრად, საქართველოს კპ ყრილობების დელეგატად, ბათუმის საქალაქო საბჭოს დეპუტატად (ორჯერ), შუახევის რაიონული საბჭოს დეპუტატად (ოთხჯერ), ოცდახუთი წელია ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. გამოცემული აქვს ბიოგრაფიული და პუბლიცისტური ჟანრის ექვსი წიგნი. დაჯილდოებულია მედლით "სახელმწიფო საზღვრის დაცვაში წარჩინებისათვის". ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |