შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა კვაჭაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1988 წელს. 1990-2000წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის კათედრის გამგე, საქართველოს უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი, "იურიდილი კლინიკის" პროგრამის დირექტორი; 2005-2007წწ. - გაეროს განვითარების პროგრამის "სახალხო დამცველის ოფისის გაძლიერების პროექტის" უფროსი ექსპერტი იურიდიულ საკითხებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ექსპერტი; 20014-2018წწ. - იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს წევრი; 2015 წლიდან - უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების უფროსი, სამართლებრივი მხარდაჭერის უფროსის მოდგილე; 2017 წლიდან – სამართლის ტრენინგ ცენტრ LCIM-ის ექსპერტი/ტრენერი; 2015-2016წწ. - გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, მოწვეული პროფესორი; 2018-2019წწ. - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2018-2019წწ. - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, 2008-2019წწ. - ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ლექტორი. სხვადასხვა მონოგრაფიების, სამეცნიერო სტატიებისა და ლექსიკონების ავტორი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "განზრახ მკვლელობათა კვალიფიკაციის საკითხები : (საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე და 105-ე მუხლები)", დაიცვა 1993 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხები თანამედროვე მედიცინაში (საერთაშორისო-სამართლებრივი და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის ასპექტები)", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.555; LCIM სამართლის ცენტრი: lcim.ge; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |