შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ნაკაშიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ხელვაჩაური. დაამთავრა ქ. მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1985 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა - 1989 წელს. 1988-1990წწ. - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, დოცენტი; 1988-2002წწ. - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მასწავლებელი, დოცენტი, პროფესორი; 1990-1991წწ. - აჭარის პროკურატურის კანონმდებლობის აღსრულებისადმი საერთო ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი, უფროსი პროკურორი; 1991-1992წწ. - ქალაქ ბათუმის საკრებულოს წევრი; 1997-1999წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი, სახელმწიფო და ადმინისტრაციული სამართლის კათედრის დოცენტი, პროფესორი; 1991-2002წწ. - აჭარის უმაღლესი საბჭოს სამი მოწვევის დეპუტატი და იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე; 1999-2000წწ. - ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრი; 2002-2006წწ. - ქ. მოსკოვის მ. ვ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახელმწიფო მართვის ფაკულტეტის სამართლებრივი საფუძვლების კათედრის პროფესორი; 2006-2017წწ. - ამავე ფაკულტეტის კათედრის გამგე; 2017 წლიდან - აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრი. 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადგილობრივი თვითმმართველობის ფორმირების სამართლებრივ-პოლიტიკური პრობლემები საქართველოს რესპუბლიკაში", დაიცვა 1994 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.558; საქართველოს პარლამენტი: old.parliament.ge; აჭარის ავტონომიური რესპულიკის მთავრობის ერთიანი პორტალი: adjara.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |