The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რამაზ გამგებელი

რამაზ გამგებელი
Date of birth:24 August, 1960  (64 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამშენებლო ნაკეთობებისა და კონსტრუქციების წარმპების ტექნოლოგიის სპეციალობით და მიენიჭა მშენებლობის ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაცია 1988 წელს.

1988-1990წწ. მუშაობდა საქართველოს სამშენებლო მასალათა მრეწველობის სამინისტროს ქ. თბილისის საშენმასალათა კომბინატში, კერამიკული ფილების საამქროში, ჯერ ცვლის უფროსად, შემდეგ კი საამქროს უფროსად; 1990 წლიდან მუშაობდა შპს "სიკეთე"-ს სამშენებლო ბლოკის საწარმოს უფროსად; 1991 წლიდან შპს "იმკ91"-ს სასაქონლო ბეტონის ქარხნის დირექტორად; მისი მონაწილეობით ქ. თბილისში აშენებულ იქნა მრავალი სამრეწველო ობიექტი და საცხოვრებელი სახლები დედაქალაქი საცხოვრებელ მიკრორაიონებში, "ვაშლიჯვრის" დასახლებაში, ქავთარაძის ქუჩაზე და "9 აპრილის" სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე; ასევე დავით აღმაშენებელის მუზეუმი შ. რუსთაველის გამზირზე; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 78


Share: