The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტომ გაჩეჩილაძე

როსტომ გაჩეჩილაძე
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1927
გარდაცვ. თარიღი:2009  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წევა, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა მშენებლობის სპაციალობით 1951 წელს.

1951-1952წწ. მუშაობდა სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" სისტემაში - სიონის წყალსაცავის მშენებლობაზე; 1953-1958წწ. მუშაობდა გუმათის ჰესების კასკადისა და ლაჯანურჰესის მშენებლობაზე; შემდეგ "თბილსრესის" მშენებლობაზე; 1978-1980წწ. მივლინებულ იყო ირანის რესპუბლიკაში, რამინის თბოელექტროსადგურის მსენებლობაზე; აღნიშნულ მშენებლობაზე გაწეული შრომისათვის ირანის მთავრობის მიერ დაჯილდოებულ იქნა საპატიო მედლით; 1981 წლიდან მუშაობდა "თბილსრესის" №9 ბლოკის მშენებლობაზე, ჯერ სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილედ, შემდეგ კი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ენერგოსისტემის განვითარების საქმეში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის, საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაჯილდოებულ იქნა "ოქტომბრის რევოლუციის" ორდენით და სხვა სახელმწიფო ჯილდოებით; მიღებული ჰქონდა საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 79-80

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ოქტომბრის რევოლუციის ორდენი
  • საპატიო ენერგეტიკოსი
    სსრკ ენერგეტიკისა და ელექტროფიკაციის სამინისტროს გადაწყვეტილებით

გააზიარე: