The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დარეჯან კახიანი

დარეჯან კახიანი
Other name:ჯანა კახიანი
Date of birth:1954  (71 years)
Category:Scientist, Educator, Psychologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1976 წელს.

1978-1998წწ. - დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1999წწ. - საქართველოს განათლების სამინისტროსთან არსებული გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, წამყვანი სპეციალისტი; 1996 წლიდან - ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრის ფსიქოლოგია; 1999-2006წწ. - თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგე; 2006 წლიდან - ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ორგანიზაცია World Vision Georgia-ს ექსპერტ-კონსულტანტი; ადრეული და სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტისა (ასგს) და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის (აპს) თანაშემდგენელი (2016); საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტი; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დაწყებითი კლასების სტანდარტის თანაშემდგენელი (2014). კვლევითი ინტერესები: ბავშვის ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, განვითარების დარღვევები, ფსიქოდიაგნოსტიკა, ფსიქოკონსულტირება, ხანდაზმულობის პრობლემები. სამეცნიერო ნაშრომებისა და პუბლიკაციების ავტორი. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Психологические основы рисования с натуры и образца в начальных классах", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი (სინდრომის გამოკვლევა ქართულ პოპულაციაში)", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.570; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge

Member of Organizations

  • ა. ლაჭყეპიანის სახელობის ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაცია (2006-)
  • საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემია, წევრი (2004-)
  • საქართველოს ფსიქოლოგთა ასოციაცია, წევრი (2009-)

Bibliography


Share: