The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ გეგეშიძე

ანტონ გეგეშიძე
Date of birth:25 May, 1939  (85 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მარანი, აბაშის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაციით 1968 წელს.

1968-1980წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის №25 მოძრავ-მექანიზებულ კოლონაში მშენებელ ოსტატად, სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1980-1981წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის №9 სამშენებლო სამმართველოს უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1981-1982წწ. მუშაობდა საქართველოს მელიორაციისა და წყალთა მეურნეობის სამინისტროს სამტრედიის №13 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსის მოადგილედ; 1982-1985წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №4 მოძრავ-მექანიზებული კოლონის მთავარი ინჟინერი; 1985-1986წწ. მუშაობდა საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს 2 სამშენებლო ტრესტის №27 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1986-1987წწ. იყო ამავე ტრესტის ტექნიკური განყოფილების უფროსი ინჟინერ; 1987-1989წწ. მუშაობდა სასოფლო მშენებლობის სამინისტროს №2 სამშენებლო ტრესტის №46 მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1990-1997წწ. იყო მრავალდატგოვანი ფირმა "მშენპროექტის" დირექტორის მოადგილე; შემდეგ წლებში იყო ქ. სამტრედიის მერიის კეთილმოწყობის განყოფილების კონსულტანტი; ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით აშენებულ იქნა მრავალი მნიშვნელოვანი საწარმო, საზოგადოებრივი, სასოფლო-სამეურნეო და ინფრასტრუქტურული დანიშნულების ობიექტი. მათ შორის: ბალნეოლოგიური კურორტის პანსიონატი 200 ადგილზე ქ. სამტრედიაში; საქსოვი ფაბრიკა სოფ. კულაშში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმის საბაზო კომპლექსი სოფ. დიდ ჯიხაიშში, ნოდარ დუმბაძის სახლმუზეუმი დ. ჩოხატაურში, მეცხოველეობის სასუქი კომპლექსი 3600 სულზე სოფ. კოპიტნარში, მელიორაციის მთავარი ბაზა აბაშის რაიონში, "რიტუალების სახლი" და სამედიცინო კლინიკა "ხარება" ქ. სამტრედიაში, სასტუმრო "ალბატროსი" დ. ურეკში, საცხოვრებელი სახლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და სხვა; პრაქტიკული საინჟინრო პროფესიული საქმიანობის პარალელურად თანამშრომლობდა რაიონული და რესპუბლიკური პრესის პერიოდულ გამოცემებთან; გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი საგაზეთო სტატია; მისი ბიოგრაფია შეტანილია "სამტრედიის ენციკლოპედიაში"; მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 81-82

Member of Organizations

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი

Awards and Honors

  • 1975 - საპატიო ნიშნის ორდენი
    მრავალწლიანი წარმატებული შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის

Share: