Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ გეგუჩაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1976 წელს. 1976-1979წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ცენტრალურ ნორმატიულ საკვლევ სადგურში ჯერ ინჟინრად, შემდეგ კი უფროს ინჟინრად; 1979-1987წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №4 სამშენებლო ტრესტის მოპირკეთების სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებლად, უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; 1988-1992წწ. მუშაობდა საქართველოს ადგილობრივი მრეწველობის სამინისტროს სამშენებლო სამმართველოს სამშენებლო უბნის უფროსად; 1992-2002წწ. იყო სამშენებლო ფირმის - შპს "მშენებლის" მთავარი ინჟინერი; 2003 წლიდან სამუშაოდ გადადის ქ. მოსკოვში, სადაც 2009 წლამდე მუშაობდა სამშენებლო ფირმის - შპს "ვიტმა-1"-ის უფროს სამუშაოთა მწარმოებლად; აქტიურად იყო ჩართული ქ. მოსკოვის ბინათმშენებლობის სფეროში; 2010 წლიდან ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს სამშენებლო კომპანია - შპს "ბკ კაპიტალში"- უფროს სამუშაოთა მწარმოებლად, სადაც მუშაობდა 2019 წლამდე; 2019 წლიდან მუშაობს სამშენებლო კომპანია - შპს "ბკ კონსტრაქშენში" უფროს სამუშაოტა მწარმოებლად; მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით განხორციელებულია მრავალი მნიშვნელოვანი სამრეწველო, საზოგადოებრივი და კულტურულ-საგანმანათლებლო დანიშნულების ობიექტების მშენებლობა, როგორც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ისე ქ. მოსკოვის რაიონებში; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 82-83
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |