შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულნაზი ხუხუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. გალი. დავამთავრა ა. მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიური ფალკულტეტი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სპეციალობით 1971 წელს. 1973-1980წწ. - სოხუმის 45-ე საშუალო პროფტექნიკური სასწავლებელი, ქართული ლიტერატურისა და ესთეტიკის მასწავლებელი; 1980 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრა, პედაგოგიკის ლექტორი; 1989 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება სპეციალობით, პედაგოგიკის თეორია და ისტორია; 1991 წელს დააფუძნა მეცნიერ-პედაგოგთა ასოციაცია "აპოგეა" და პედაგოგიურ საზოგადოებრივი ჟურნალი "მზრდელ ყრმისა"; 1994-2004წწ. - პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის კათედრის გამგე; 1994-1995წწ. - გაზეთ "სოხუმის სადროშოს" რედაქტორი; 1995 წელს დააარსა გაზეთი "პედაგოგიკა", გამოდიოდა 1998 წლამდე; 1998 წლიდან - ყოველწლიური სამეცნიერო-პედაგოგიური შრომების კრებულის რედაქტორ-გამომცემელი თვითდაფინანსების წესით; 2010 წლიდან - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. გამოცემული აქვს 56-მდე სამეცნიერო შრომა, მათ შორის 7 მონოგრაფია, 1 პედაგოგიკის სახელმძღვანელო, 200-ზე მეტი საგაზეთო სტატია. ქართულ ენაზე თარგმნა მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს პედაგოგიური თხზულების 12 წიგნი "ორატორის დარიგებანი". წლების განმავლობაში ოფიციალურად ხელმძღვანელობდა პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სხავადასხვა დონის სამეცნიერო კონფერენციებს. ეწევა პედაგოგიურ, სამეცნიერო და ჟურნალისტიკურ საქმიანობას. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2004). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მოსწავლეთა ინტერნაციონალური აღზრდა", დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მარკუს ფაბიუს კვინტილიანეს პედაგოგიური მემკვიდრეობა", დაიცვა 1999 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.578; სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა: elibrary.sou.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |