The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამაზ გერაძე

თამაზ გერაძე
Legal name:ივანე გერაძე
Date of birth:19 September, 1959  (65 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბაში, სამრედიის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1981 წელს.

1981-1985წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №2 მექანიზაციის სპეციალიზებულ ტრესტსი საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინრად, უფროს ინჟინრად; 1985-1993წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს 34 სამშენებლო ტრესტის №3 სამშენებლო სამმართველოს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 1993-2001წწ. სამუშაოდ გადავიდა ქ. მოსკოვში, სადაც მუშაობდა სამშენებლო ფირმა "ბემ"-შისაწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 2001-2007წწ. იყო ყულევის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადამტვირთავი საზღვაო ტერმინალის მშენებლობის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების ინჟინერი; 2007-2009წწ. კვლავ ქ. მოსკოვში მუშაობდა სამშენებლო ფირმა "მინსკაია-2"-ში, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; 2009 წლიდან, საქართველოში დაბრუნების შემდეგმუშაობს ქ. თბილისში შპს "ბკ კაპიტალი"-სა და შპს "ბკ კონსთრაქშენი"-ს საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; დიდი წვლილი აქვს შეტანილი ისეთი მნიშვნელოვანი სამშენებლო პროექტების წარმატებით განხორციელებაში, როგორებიცაა: მიწისძვრით დაზარალებული ონის რაიონის საზოგადოებრივი და საყოფაცხოვრებო ობიექტების აღდგენითი სამუშაოების შესრულება (1991-1993), ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი ქ. მოსკოვში, მინსკის ქუჩაზე (1995-1998), "ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის" სახელობის ტაძრის მშენებლობა ქ. თბილისში, მახათას მთაზე (2013-2017), მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა: კარტოზიას ქუჩაზე, ყაზბეგის გამზირზე და ჭავჭავაძის გამზირზე, ქ. თბილისში და სხვა; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 86-87


Share: