შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზალიკო გიგინეიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი. მუშაობდა თსუ-სთან არსებული "გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის" თანამშრომელად; სტუდენტებს პროგრამირებას ასწავლიდა და თან უნივერსიტეტის გუნდში რაგბსაც თამაშობდა; წლების მანძილზე სპორტულ გაზეთ "ლელოში" რაგბის გვერდს ხელმძღვანელობდა; 1989 წლის ივნისში "ლელოშივე" დაიბეჭდა ზ. გიგინეიშვილის საპროგრამო სტატია "რაგბი - გზა წინსვლისა", სადაც წარმოადგინა საბჭოური სისტემიდან ქართული რაგბის გამოყვანისა და მისი დამოუკიდებლად განვითარების სქემა, მაშინვე დ. კილასონიასთან ერთად, ქმნის საბჭოური რეჟიმის საწინააღმდეგო წერილს – "რაგბი, მორაგბე, სარაგბო", რომელსაც საზოგადოება, 9 აპრილის შემდეგ გაეცნო; 1993-1998წწ. მუშაობდა გაზეთ "სარბიელში", სადაც სტატიებს რაგბის შესახებ "ყაფლან ჯანდიერის" ფსევდონიმით ბეჭდავდა; 1998-2001წწ. გაზეთ "რეზონანსში"; 2001 წლიდან გაზეთ "ოლიმპში"; ამ დროიდან იწყებს სპორტის თემაზე (რაგბი, ჰოკეი, ფეხბურთი, კალათბურთი) სერიალური წიგნების წერას; "ოლიმპში" მუშაობის პერიოდში გამოსცა ისტორიულ-სტატისტიკური "ქართული რაგბის მატიანე, 1959 – 2009"; 1990 წლიდან მოყოლებული "რაგბის წესები" 7-ჯერ გამოსცა; მისი შექმნილია ისეთი სარაგბო ტერმინები, როგორებიცაა: "კვაჭი", "ბურჯი", "აბრაგანი", "მარქაფა" და ა.შ.; 1999 წლიდან მუშაობდა "პირველ არხზე", წაყვანილი აქვს სამი მსოფლიო თასის რეპორტაჟი (2007, 2011, 2015); 130 უცხოური შეხვედრა წაიყვანა საკაბელო "მე-7 არხზე" და 60 – "ჯი ემ ჯი"-ზე, და თავის მხრივაც, სპორტული ჟურნალისტიკის ასპარეზზე, გზა გაუკვალა არაერთ, შემდგომში ცნობილ მწერალ ჟურნალისტსა და კომენტატორს. 2018 წელს საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა, ქართული ენის სიწმინდის, მისი განვითარებისა და სრულყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ზ. გიგინეიშვილი "დედაენის დღის" 40 წლის იუბილეზე მედლით დააჯილდოვა. რაგბის ქართველი მემატიანე, რაგბის ქართული ტერმინოლოგიის ავტორი და ტელე-კომენტატორი, რაგბის კავშირის მთავარი მეცხრილე. წყარო: მსოფლიო რაგბი: rugby.worldsport.ge; პოპულარული სპორტი: popsport.com ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |