The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჟანა თოიძე

ჟანა თოიძე
Date of birth:1940  (85 years)
Category:Scientist, Singer, Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

დაამთავრა ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური მუსიკალური (ნიჭიერთა) ათწლედი 1956 წელს; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის ვოკალური განყოფილება - 1961 წელს.

სწავლის დასრულების შემდეგ პედაგოგად მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის II სამუსიკო სასწავლებელში; 1964-2011წწ. - შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი; 1963-1973წწ. - საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი კამერულ კლასში; მოხსენებებით და გაკვეთილებით მონაწილეობდა რესპუბლიკურ და საკავშირო ვოკალურ კონფერენციებში თბილისის, პეტარბურგის, ეკატერინბურგის, კიევის, ოდესის კონსერვატორიებში; 1976-1978წწ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაამთავრა ასპირანტურა და აქვე სოლო სიმღერის კათედრაზე, პროფესორ ნოდა ანდღულაძის ხელმძღვანელობით, მუშაობდა უფროს მეცნიერ-მუშაკად; ამავე წლებში საქართველოს ტელევიზიის კორესპონდენტი იყო მუსიკალურ რედაქციაში, მუშაობდა კონსულტანტად საქართველოს სახელმწიფო კაპელაში. გამოქვეყნებული აქვს ავტორეფერატები, სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომები თეზისების სახით და რეცენზიები საოპერო სპექტაკლებსა და კონცერტებზე ჟურნალებში: "თეატრი და ცხოვრება", "თეატრალური მოამბე", "საბჭოთა ხელოვნება", "ხელოვნება", "ომეგა"; კრებულში: "ძიებანი"; გაზეთებში: "დურუჯი", "Вечерний Тбилиси", "Свободная Грузия", და სხვ. ვოკალის პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (1999).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "К вопросу становления и развития профессионального образования в Грузии", დაიცვა 1981 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თანამედროვე ქართული საოპერო რეჟისურა და მომღერალ მსახიობის აღზრდის პრობლემები XX საუკუნის დამლევს", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.584; თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა "კენტავრი" : facebook.com

Bibliography


Share: