Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზურაბ გვიშიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი, სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპაციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია 1985 წელს. შრომითი საქმიანობა დაიწყო საქართველოს ღვინის წარმოების სახელმწიფო კომიტეტის სამშენებლო ტრესტის სისტემაში მშენებელ ოსტატად; 1986-1987წწ. მუშაობდა სსრკ წყალთა მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ "სოიუზ გიპროვოდპროექტი"-ში ინჟინრად; 1987-1988წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროს ინჟინრად; 1988-1990წწ. იყო იმავე ინსტიტუტის ასპირანტი; 1991-1997წწ. მუშაობდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამთო მელიორაციის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად; 1997-1998წწ. იყო საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფული მოვლენების კვლევის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ამავე პერიოდში მუშაობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მიწვეულ პედაგოგად და მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური სტატუსი ჰიდროტექნიკისა და მელიორაციული მშენებლობის განხრით; 1998-2004წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში, ჯერ მეცნიერული უზრუნველყოფისა და ბუნებათსარგებლობის დეპარტამენტის წყლის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; შემდეგ ამავე სამინისტროს აგროსაინჟინრო მომსახურებისა და მექანიზაციის დეპარტამენტის, ასევე სასოფლო-სამეურნეო წარმოების მომსახურების დეპარტამენტის კვლევის, დანერგვისა და კონსულტირების სამმართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის რეგიონებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მოადგილედ; 2004-2015წწ. მუშაობდა შპს "საერთაშორისო სამართლისა და მართვის ქართულ-ბრიტანულ უნივერსიტეტი"-ს რექტორად; 2011-2012წწ. შეთავსებით იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კვლევის სამმართველოს უფროსი; 2015 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და სამშენებლო ფაკულტეტზე მიჰყავს სალექციო და პრაქტიკული კურსები - წყალმომარაგების, წყლის ინჟინერიის, გარემოს ეკოლოგიის, წყლის რესურსების მართვის, წყლის გაწმენდის თანამედროვე "მწვანე" ტექნოლოგიების მიმართულებით; 2019 წლიდან ამავე უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანია; არის 14 სამეცნიერო სტატიის, 2 გამოგონებისა და 1 მეთოდური მითითების ავტორი; სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებისა და სადოქტორო პროგრამის "წყლის ინჟინერია" - ხელმძღვანელი, ასევე საერთაშორისო გრანტის კოორდინატორი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტების საწარმოო პრაქტიკა პოლონეთში, ბელოსტოკის ტექნიკურ უნივერსიტეტში; მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებსა და ფორუმებში, სახელმწიფო და რეგიონალურ პროგრამებში; ქ. მოსკოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგების ფიზიკისა და მელიორაციის კათედრაზე, სასწავლო პროცესში დანერგილია მის მიერ შემუშავებული სამეცნიერო კვლევების მეთოდიკა - სხვადასხვა კონსისტენციის ნიადაგ-გრუნტების მახასიათებლებზე ტემპერატურული ფაქტორის გავლენა; ისრაელში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთში გავლილი აქვს კვალიფიკაციის ამაღლების კურსები; მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვარცოფული ნაკადების ფიზიკა-მექანიკური მაჩვენებლების გამოკვლევა", მიენიჭა ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი 1994 წელს. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 91-93 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |