Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ოსტატი![]()
BiographyXVIII საუკუნის დასასრულისა და XIX საუკუნის დასაწყისის ქართველი ოსტატი; 1811 წელს ვაშლოვანში (თეთრი წყაროს რაიონი) აუგია კოშკი (მოხსენიებულია კოშკის წარწერაში); გეგმით წრიული, სამსართულიანი კოშკი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით; ყოველ სართულზე თითო ოთახია. საგანგებოდ არის დამუშავებული სამხრეთი (სოფლისკენ მიმართული) მხარე; აგურით ნაშენ შვერილ ნაწილში ორი ღრმა თაღია; ქვედაში შესასვლელია, ზედაში კი დატანებულია დარბაზის აივნის კარი; კარს ზემოთ ორბელიანების გერბიანი ყვითელი ქვა არის ჩასმული; კოშკის გარეგანი სახე, პროპორციები, ტექნიკურად შესრულების მაღალი დონე მოწმობს, რომ კოშკის ამშენებელი გვიანფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრულ ტრადიციებზე აღზრდილი და დახელოვნებული ოსტატი ყოფილა. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 93
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |