The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



აბესალომ გოგატიშვილი

აბესალომ გოგატიშვილი
Date of birth:3 January, 1921
Date of death:1983  (at 61 years)
Category:Architect

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გომი, ხაშურის რაიონი.

1937 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1941 წელს გაწვეულ იქნა დიდ სამამულო ომში, სადაც იბრძოდა მის დამთავრებამდე; ომის დამთავრების შემდეგ ინსტიტუტში სწავლა გააგრძელა და 1947 წელს დაამთავრა არქიტექტურის სპეციალობით; 1947-1965წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალუეგმშენი"-ს ბინათმშენებლობის სამმართველოში, სადაც განვლო სამსახურებრივი წინსვლის გზა, სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობიდან სამშენებლო სამმართველოს უფროსის თანამდებობამდე; 1965 წელს დაინიშნა ქ. რუსთავის სახლმშენებელი კომბინატის დირექტორად; 1967-1968წწ. ხელმძღვანელობდა ქ. ტაშკენტში მიწისძვრის შედეგად დაზიანებული შენობების აღდგენას და ახალი ობიექტების მშენებლობას; დიდი წვლილი მიუძღვის ქ. რუსთავის საცხოვრებელი მიკრორაიონებისა და ცალკეული კვარტლების მშენებლობაშ; 1973 წლიდან მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად; აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული მეტალურგიული კომბინატის საამქროების განახლებისა და ახალი სიმძლავრეების ათვისების საქმეში; 1956-1979წწ. არაერთგზის იყო არჩეული რუსთავის საქალაქო საბჭოს დეპუტატად; იყო საქართველოს კომპარტიის რუსთავის საქალაქო კომიტეტის ბიუროს წევრი; სამამულო ომში მონაწილეობის დროს გამოჩენილი თავდადებისა და ომის შემდგომ პერიოდში შრომითი დამსახურებისთვის დაჯილდოებული იყო საბრძოლო და შრომითი ორდენებით და მედლებით.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 93-94

Awards and Honors

  • 1973 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ბრინჯაოს მედალი)
  • დამსახურებული რაციონალიზატორი

Share: