Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი გოგატიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რუსთავი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1975 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქ. თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში ინჟინრის თანამდებობაზე; 1976 წელს გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სავალდებულო სამხედრო სამსახურში, სადაც ოფიცრის რანგში ხელმძღვანელობდა სარაკეტო სასტარტო მოედნების სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებას, ორენბურგის ოლქში (რუსეთის ფედერაცია); სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა ქ. რუსთავში და მუშაობა დაიწყო საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №1 სამშენებლო ტრესტ "ამიერკავკასმეტალურგმშენი"-ს საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილედ; იყო მეტალურგიული ქარხნის ბრძმედის რეკონსტრუქციის შტაბის უფროსი; 1979 წლიდან სამუშაოდ გადადის საქართველოს მშენებლობის სამინისტროს №8 სამშენებლო ტრესტის ქ. ზესტაფონის სამშენებლო სამმართველოს მთავარ ინჟინრად და მუშაობს ქ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის რეკონსტრუქციაზე; 1982 წელს დაინიშნა ქ. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1986 წელს კვლავ ბრუნდება ქ. რუსთავში და მუშაობას იწყებს რუსთავის მეტალურგიული კომბინატის კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სადაც მუშაობდა 1993 წლამდე; 1993 წელს დაინიშნა სპეცსამონტაჟო სამმართველო "თბილენერგომონტაჟი"-ს მთავარ ინჟინრად; ხელმძღვანელობდა "თბილსრესი"-ს მე-9 და მე-10 ენერგობლოკების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას; 1996-2004წწ. იყო შპს "აბ"-ს დირექტორი; 2004-2018წწ. შპს "ალავერდი"-ს დირექტორი, რომელიც ეწევა ტექნიკური ზეთების რეგენერაციას; 2019 წლიდან მუშაობს სამშენებლო ფირმა "ბერულას" დირექტორად; უშუალო მონაწილეობდა და ხელმძღვანელობდა ისეთი მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტების მშენებლობას, როგორიც იყო: რუსთავის მეტალურგიული კომბინატის კოქსოქიმიის, საგლინავიდა მილსაგლინავი საამქროები, ელექტრო ფოლადსადნობი საამქროს მშენებლობა; ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის იაპონური ტექნილოგიის ღუმელებისა და გაზგამწმენდი სისტემების მონტაჟი და სხვა; ასევე მონაწილეობდა "თბილსრესის" ენერგობლოკების სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაში; თანაავტორია ტექნიკური ზეთების რეგენერაციის დანადგარის; მრავალწლიანი შრომითი საქმიანობისა და დამსახურებისათვის მიღებული აქვს საუწყებო ჯილდოები და საპატიო სიგელები. წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ. 94-95
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |