| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ზაზა სხირტლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით 1979 წელს. 1979-2004წწ. - ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის თანამშრომელი; 1985-1997წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტის ლექტორი; 1987-1998წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის კავკასიოლოგიის კაბინეტის გამგე; 1988-1998წწ. - თბილისის სასულიერო აკადემიის პედაგოგი; 1998-2009წწ. - თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნების კათედრის გამგე; 2003 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის პროფესორი; 2006 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი; 1996 წლიდან - გარეჯის კვლევის ცენტრის თავმჯდომარე; 2003 წლიდან - საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხელოვნების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. 2006 წლიდან - საეკლესიო-საენციკლოპედიო ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი, საქართველოს ეკლესიის ენციკლოპედიის რედაქტორი (ხელოვნების მიმართულება). სამეცნიერო ინტერესები: ძველი ქართული სახვითი ხელოვნება, მისი მიმართება აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხატვრულ ტრადიციასთან; ქართულ-სომხური კულტურული ურთიერთობები; მონასტიციზმი, გარეჯის მრავალმთის კულტურული მემკვიდრეობა; ქართულ ხელოვნებასთან დაკავშირებული საისტორიო, საარქივო დაეპიგრაფიკული წყაროების შესწავლა-პუბლიკაცია. ოცი წიგნის, მათ შორის თოთხმეტი მონოგრაფია (1985-2020 წწ.), ორასამდე სტატიის, რეცენზიის, თეზისის ავტორი. ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბერთუბნის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობა", დაიცვა 1987 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "VIII-IX სს. ქართული მონუმენტური ფერწერის ძირითადი საკითხები. თელოვანის ჯვარპატიოსანი და გარდამავალი ხანის მხატვრული ტენდენციები", დაიცვა 2003 წელს. წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.587; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: science.org.ge Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

