The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ჭიჭინაძე

ნინო ჭიჭინაძე
Date of birth:1963  (62 years)
Category:Scientist, Educator, Art historian

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი 1984 წელს; თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის იტალიური ენის კურსები 1985 წელს.

1984-1987წწ. - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1987-1990წწ. - ამავე ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1991-1992წწ. - ხელოვნების მენეჯერთა კოლეჯი, ლექტორი; 1992-1994წწ. თბილისის ჰუმანიტარული კოლეჯი, ლექტორი; 1994 წელს - საერთაშორისო კულტურის ცენტრი "დესპანი", კონსულტანტი; 1994-1995წწ. - გალერეა "ვაჩა", კონსულტანტი; 1991-2006წწ. - თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ლექტორი; 1990 წლიდან - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2004-2009წწ. - საქართველოს უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2006 წლიდან - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. რამდენიმე მონოგრაფიისა და 50-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი; მიღებული აქვს მრავალი საერთაშორისო გრანტი და კვლევითი სტიპენდია; წლების განმავლობაში კვლევით მუშაობას ეწეოდა ევროპისა და აშშ-ს სამეცნიერო ცენტრებში (Dumbarton Oaks, Centre d’Histoire et Civilisation de Byzance, და სხვ.); უცხოეთში წაკითხული აქვს, როგორც ცალკეული ლექციები, ისე სალექციო კურსი "შუა საუკუნეების ხელოვნება საქართველოში“ (ფრიბურგის უნივერსიტეტი); არის სამეცნიერო ჟურნალების სარედაქციო საბჭოების წევრი. სამეცნიერო კვლევის სფერო - შუა საუკუნეების ქართული და ბიზანტიური ხელოვნება: ხატები, იკონოგრაფია, ბიზანტიურ-ქართული მხატვრული ურთიერთობები. ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი (2004), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სეტის კარედი, ქართული ხატწერის ისტორიიდან", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "XI-XIII სს. ქართული ხატწერა: მხატვრულ–ისტორიული ასპექტები", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.587; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: faculty.iliauni.edu.ge; გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი: gch-centre.ge

Bibliography


Share: